ანა ტატიშვილმა 100 000-იან ტურნირზე მეორე ბარიერიც გადალახა

AutoSharing Option
იტალიურ ბიელაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 100 000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით აიღო სტარტი ანა ტატიშვილმა. 

4 ივლისს მან მე-2 ტურშიც იყოჩაღა - ჩეხ ევა ბირნეროვას ორ სეტში სძლია 6:2, 6:4. მეოთხედფინალში ჩვენებური ჯულია პიარინეს მძლეველ (6:1, 6:1) ირინა ხრომიჩევას (რუსეთი) შეხვდება და რევანშისთვის იბრძოლებს.

საქმე ის არის, რომ წყვილებში ტატიშვილმა ვესნა ლოლინცთან (სერბეთი) ერთად სწორედ ხრომიჩევას და კაროლინა გარსიას (საფრანგეთი) დუეტთან წააგო - 3:6, 6:4, 10:12.

გერმანულ ვერსმოლდის 50 000-იანი ტურნირის პირველი წრე ვერ გადალახა მაკა ჩახნაშვილმა - არგენტინელ მარია
ირიგოენთან წააგო - 6:4, 3:6, 3:6.

სოფიო შაფათავა ფრანგულ დენაინში (საპრიზო ფონდი 25 000 $) გამოდის. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან მანონ არკანგიოლი (საფრანგეთი) დაამარცხა.

სოფიომ წყვილებშიც იყოჩაღა - რუს ანგელინა გაბუევასთან დუეტში მარინა კაჩარისა (სერბეთი) და გრაცია რადოვანოვიჩის (საფრანგეთი) შემდეგ პირველ ნომრად განთესილ ქრისტინა-ანდრეა მიტუს (რუმინეთი) და პემრა ოზგენს (თურქეთი) აჯობა - 6:0, 6:3.

პოლონური ტურნირის (25 000 $) სტარტზევე დამარცხდნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომლებიც, შესაბამისად, უკრაინელ ნადია კიჩენკოს (4:6, 3:6) და სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვას (3:6, 3:6) დანებდნენ.

ქართველებმა წყვილთა პაექრობის პირველ წრეში ვასილისა ბულგაკოვა (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) დაჯაბნეს, თუმცა მეორეში ილონა კრემენსა (ბელარუსი) და მაგდა ლინეტს (პოლონეთი) ვერ გასცდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული