4 ივლისს მან მე-2 ტურშიც იყოჩაღა - ჩეხ ევა ბირნეროვას ორ სეტში სძლია 6:2, 6:4. მეოთხედფინალში ჩვენებური ჯულია პიარინეს მძლეველ (6:1, 6:1) ირინა ხრომიჩევას (რუსეთი) შეხვდება და რევანშისთვის იბრძოლებს.
საქმე ის არის, რომ წყვილებში ტატიშვილმა ვესნა ლოლინცთან (სერბეთი) ერთად სწორედ ხრომიჩევას და კაროლინა გარსიას (საფრანგეთი) დუეტთან წააგო - 3:6, 6:4, 10:12.
გერმანულ ვერსმოლდის 50 000-იანი ტურნირის პირველი წრე ვერ გადალახა მაკა ჩახნაშვილმა - არგენტინელ მარია
სოფიო შაფათავა ფრანგულ დენაინში (საპრიზო ფონდი 25 000 $) გამოდის. ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში მან მანონ არკანგიოლი (საფრანგეთი) დაამარცხა.
სოფიომ წყვილებშიც იყოჩაღა - რუს ანგელინა გაბუევასთან დუეტში მარინა კაჩარისა (სერბეთი) და გრაცია რადოვანოვიჩის (საფრანგეთი) შემდეგ პირველ ნომრად განთესილ ქრისტინა-ანდრეა მიტუს (რუმინეთი) და პემრა ოზგენს (თურქეთი) აჯობა - 6:0, 6:3.
პოლონური ტურნირის (25 000 $) სტარტზევე დამარცხდნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომლებიც, შესაბამისად, უკრაინელ ნადია კიჩენკოს (4:6, 3:6) და სლოვაკ ზუზანა ზლოჩოვას (3:6, 3:6) დანებდნენ.
ქართველებმა წყვილთა პაექრობის პირველ წრეში ვასილისა ბულგაკოვა (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) დაჯაბნეს, თუმცა მეორეში ილონა კრემენსა (ბელარუსი) და მაგდა ლინეტს (პოლონეთი) ვერ გასცდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"