ანა ტატიშვილი მეორე პრიზსა და 100 ქულას დასჯერდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქალთა მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფმა ანა ტატიშვილმა იტალიური ბიელას 100 000-იან საერთაშორისო ტურნირზე სამი შეხვედრა გამართა.

უამინდობის გამო გადმოტანილ პაექრობაში ჩვენებურმა 17 წლის ირინა ხრომაჩევა დაამარცხა იოლად - 6:2, 6:0, ნახევარფინალში კი ნასტასია ბარნეტს სამ სეტში (3:6, 6:0, 6:1) მოუგო, ფინალში რეიტინგით 92-ე შვედ იოჰანა ლარსონთან დამარცხდა - 3:6, 4:6 და მეორე ადგილთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

ქართველი ჩოგბურთელი იტალიაში რჩება და პალერმოს 220 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ფრანგულ დენაინში (25 000$) სოფიო შაფათავა
მე-2 წრეს ვერ გასცდა - ქართველ ჩოგბურთელს ხორვატმა ანა ვრლიჩმა გადაუღობა გზა - 7:5, 1:6, 6:2. წყვილთა ნახევარფინალში შაფათავამ ანგელინა გაბუევასთან ერთად ჯორჯე და ჩესქუეს ფრანგულ დუეტთან წააგო - 3:6, 2:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული