ოქსანა კალაშნიკოვა ასტანის ტურნირის ნახევარფინალშია

AutoSharing Option

ასტანაში, ჩოგბურთელ ქალთა 25 000-იან საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს სამი წარმომადგენელი ჩაება.

ერთეულთა თანრიგში სოფიო შაფათავამ 18 ივლისს სამ სეტში წააგო ბელარუს კსენია მილევსკაიასთან (4:6, 7:6, 3:6), რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოხვდა და ასპარეზობის სტარტზე პირველ ნომრად განთესილ იაპონელ კურუმი ნარასაც აჯობა.

შეჯიბრების პირველ დღეს ტურნირს გამოეთიშა ეკა გორგოძე. მან უზბეკ ნაგინა აბდურაიმოვასთან დათმო შეხვედრა - 3:6, 6:4, 1:6. წყვილებში შაფათავა-გორგოძის დუეტმა, რომელიც მე-4 ნომრად იყო განთესილი, ვერონიკა კაპშაისა (უკრაინა) და ეკატერინა იაშინასთან (რუსეთი) წააგო - 5:7, 2:6.

სამაგიეროდ, იყოჩაღა თბილისელმა
ოქსანა კალაშნიკოვამ
. იგი ასტანაში მხოლოდ წყვილებში სცდის ძალებს რუს მარტა სიროტკინასთან ერთად. ოქსანამ და მისმა მეწყვილემ მეოთხედფინალში ეკატერინა ბიჩკოვასა (რუსეთი) და კსენია პალკინას დააყრევინეს ფარ-ხმალი და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ტაილანდელთა დუეტს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული