ასტანის 25 000-იანი ტურნირი ქართველი ჩოგბურთელების გარეშე ჩაივლის

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა შვედეთის 220 000-იან ტურნირზე, წყვილთა თანრიგში, რუს ვალერია სოლოვიოვასთან ერთად მხოლოდ პირველი ბარიერი გადალახა.

მართალია, სტარტზე მე-3 ნომრად განთესილ დარია ჯერაკისა (ხორვატია) და კატალინ მარშის (უნგრეთი) დუეტს სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში სანდრა კლემენტცისა (ავსტრია) და ტატიანა მალეკის (გერმანია) წყვილთან სამ სეტში დამარცხდა (3:6, 7:5, 5:10) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანის 25 000-იან ტურნირს სამი თბილისელი ჩოგბურთელიდან 19 ივლისამდე მხოლოდ ერთი შემორჩა - ოქსანა კალაშნიკოვა. იგი რუს მარტა სიროტკინასთან ერთად წყვილთა შორის ნახევარფინალში გავიდა, იქ კი ლუსიკა
კუმკუმისა და ვარაჩაია ვონგტინჩაის (ტაილანდი) დუეტს დანებდა - 4:6, 6:2, 6:10.

იტალიის ქალაქ მოდენაში ვაჟთა 15-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე 18 წლის ალექსანდრე მეტრეველმა საკვალიფიკაციოში რუმინელ ვასილი ანტონესკუსა (4:6, 6:4, 6:3) და იტალიელ დავიდე მელჩიორეს (7:5, 6:2) სძლია, ძირითადი ბადის სტარტზე კი იოლად აჯობა მასპინძელ ლუკა პანკალდის - 6:0, 6:0. მე-2 წრეში მე-2 ნომრად განთესილ რიკარდო სინიკროპის (იტალია) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული