შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ სახეობაში ორი წარმომადგენელი ჰყავს. ერთეულებში მხოლოდ 22 წლის ანა ტატიშვილი იასპარეზებს, რომელიც საერთაშორისო ასოციაციის რეიტინგში ამჟამად 84-ეა, ხოლო მაკა ჩახნაშვილი ტატიშვილთან ერთად წყვილებში იასპარეზებს.
ერთეულთა თანრიგში 64 მონაწილეა. პირველ ნომრადაა განთესილი ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, მეორე ნომერია პოლონელი აგნეშკა რადვანსკა.
ანა ტატიშვილი პირველ წრეში 22 წლის ლიხტენშტეინელ შტეფანი ფოგტს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგით 233-ე პოზიციაზეა. წარმატების შემთხვევაში ანა მე-16 ნომრად განთესილ 30 წლის ნადია პეტროვას (რუსეთი,
წყვილებში ტატიშვილი-ჩახნაშვილის დუეტი სტარტზე სლოვენიელებს - 26 წლის ანდრეა კლეპასსა და 31 წლის კატერინა სრებოტკინს გაუწევს მეტოქეობას. პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 წრეში მე-2 ნომრად განთესილ სარა ერანი-რობერტა ვინჩისა (იტალია) და პეტრა ცეტკოვსკა-ლუსი საფაროვას (ჩეხეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან.
მეტოქეები ცნობილია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"