ოქსანა კალაშნიკოვამ ასტანას ტურნირის წყვილებში მთავარი პრიზი მოიგო

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობაში თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ კატრინ ვოელარსა (გერმანია) და სტეფანი გაკონს (საფრანგეთი) სამ სეტში აჯობა - 7:5, 6:4, 10:2.

კალაშნიკოვა - სიროტკინას დუეტმა ფინალშიც იყოჩაღა - პირველ ნომრად განთესილ უკრაინელ დებს - ნადია და ლუდმილა კიჩენოკებს დააყრევინა ფარ-ხმალი - 3:6, 6:4, 10:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ერთეულებში ნახევარფინალს უწია სოფიო შაფათავამ, რომელიც გუშინ მე-8 ნომრად განთესილ მარტა სიროტკინასთან დამარცხდა _ 2:6, 0:6. ეს უკანასკნელი ფინალში
პოლონელი პაულა კანიას მძლეველ (6:1, 6:2) მარია ჟოაო კოენლერს (პორტუგალია) დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული