ქართველი ჩოგბურთელები ანკარაში ასპარეზობენ

AutoSharing Option
მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება ახლა ლონდონისკენაა მიპყრობილი. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ ბაზებზე მაინც ტარდება შეჯიბრებები.

ანკარა ჩოგბურთელ ქალთა 10 000-იან საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. თბილისელი ნათია გეგია ძირითად ბადეშია დაშვებული. სტარტზე იგი მე-5 ნომრად განთესილ ესპანელს - ნურია პარას-დიასს დაუპირისპირდება.

ბაბილინა მაჩაიძე და თამარ ჭალაგანიძე ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებნენ. ბაბილინამ პირველ წრეში მასპინძელი აისენურ დურმუსი დაამარცხა - 6:3, 6:2, ხოლო თამარმა, ასევე, თურქ გულ კურტასანს სძლია - 6:0, 6:2.

მეორე წრე ჩვენებურებისთვის, სამწუხაროდ, უიღბლო აღმოჩნდა: თამარ ჭალაგანიძე შვეიცარიელ კორინა ჯაეგერთან
დამარცხდა - 0:6, 3:6, ხოლო ბაბილინა მაჩაიძემ ავსტრალიელ დეეონ მლადინთან წააგო - 2:6, 0:6.

წყვილთა პაექრობის სტარტზე ბაბილინა მაჩაიძე და საკვალიფიკაციოში მის მიერ ძლეული აისენურ დურმუსი თამარ ჭალაგანიძისა და კიმბერლი კასარის (მალტა) დუეტს შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული