უკვე გაუწყეთ, რომ ეს ჩოგბურთელი ჩვენებურს შარშან მემფისში ჰყავდა დამარცხებული. ერთსა და იმავე მდინარეში ტატიშვილი მეორედ ვერ შევიდა - დაძაბულ პაექრობაში შუააზიელმა რევანშის აღება შეძლო - 7:6, 7:6.
ქართველმა ჩოგბურთელმა 31 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. კანადელმა ალექსანდრა ვოზნიაკმა სლოვაკი
ეკატერინა მაკაროვამ (რუსეთი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ანა ტატიშვილის მიერ ძლეულ და ძირითად ბადეში იღბლიანი დამარცხებულის სტატუსით მოხვედრილ ურსულა რადვანსკას (პოლონეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:2.
ამ უკანასკნელის და - აგნეშკა რადვანსკა, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-2 წრიდან ჩაებმება ბრძოლაში, ისევე, როგორც ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), მარიო ბარტოლი (საფრანგეთი), მარია შარაპოვა (რუსეთი), ელენა ინკოვიჩი, ანა ივანოვიჩი (ორივე - სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) და სხვა ფავორიტები...
გერმანული ჰეჩინგენის 25 000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ძირითადი ბადის პირველი წრის შეხვედრები გაიმართა.
ეკატერინე გორგოძე იტალიელ იულია მაირს შეხვდა. პირველი ხელი ქართველმა იოლად დათმო - 1:6. სამაგიეროდ, მეორე და მესამე სეტებში იყოჩაღა და მეტოქეს ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 აჯობა.
მეორე წრეში ის ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილ მერვანა იუგიჩ-სალკიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა 8 აგვისტოს გერმანელ კორინა პერკოვიჩს მოუგო - 6:4, 6:0. სამწუხაროდ, თანამემამულეს მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ - პირველ წრეში ჩეხ რენატა ვორაჩოვასთან დამარცხდა - 1:6, 2:6.
წყვილთა პაექრობაში, როგორც გაუწყეთ, გორგოძე-ქვაცაბაიას დუეტი მეოთხედფინალში მერვანა სალკიჩსა და სანდრა კლემენშიტსს (ავსტრია) გაუწევს წინააღმდეგობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"