ანა ტატიშვილი ცინცინატის ძირითადში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა

AutoSharing Option
ცინცინატში (აშშ) დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი), რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება 22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი.

პირველ წრეში ჩვენებურმა ამერიკელი ნიკოლ გიბსი დაამარცხა - 6:2, 7:6, მაგრამ მეორეში თავად დანებდა საკვალიფიკაციოში პირველ ნომრად განთესილ იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი) - 5:7, 2:6.

ამ მარცხის მიუხედავად, ჩვენებური იღბლიანი წაგებულის სტატუსით მაინც დაუშვეს ძირითად ბადეში და შეჯიბრების სტარტზე ჩეხ კლარა ზაკოპალოვას შეხვდება. წარმატების შემთხვევაში, ეკატერინა მაკაროვას და ნადია პეტროვას (რუსეთი) შორის უძლიერესს დაელოდება.

წყვილთა პაექრობაში ტატიშვილი ეკატერინა
მაკაროვასთან (რუსეთი) ერთად ბეჩაინ მატეკ-სანდრისა (აშშ) და სანია მირზას (ინდოეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

ტურნირის ძირითად ბადეში მთავარი პრიზისთვის აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი), სერენა უილიამსი (აშშ), ნა ლი (ჩინეთი), იანინა ვიკმაიერი (ბელგია), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი), ვენუს უილიამსი (აშშ), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) და სხვა ძლიერი ჩოგბურთელები იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული