ანა ტატიშვილმა ცინცინატში პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ცინცინატში (აშშ), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი), როგორც იცით, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება 22 წლის ანა ტატიშვილი.

პირველ წრეში მან მასპინძელი გიბსი დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახ შვედოვასთან დათმო მატჩი. ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებული სტატუსით მოხვდა ძირითად ბადეში სერბი ანა ივანოვიჩის ნაცვლად, რომელმაც ტრავმის გამო უარი თქვა ცინცინატის ტურნირში მონაწილეობაზე.

ანამ 14 აგვისტოს სასტარტო ორთაბრძოლა გამართა. ჩეხ კლარა ზაკოპალოვას პირველ სეტში დაძაბულ პაექრობაში 7:6 აჯობა. მეორე ხელიც არანაკლებ მძიმე გამოდგა. როცა ანგარიში გახდა 4:4, ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი
მოწოდება მოიგო, მერე ორი გეიმიც თავის სასარგებლოდ დაასრულა მეტოქის ერთის წილ.

საბოლოოდ 7:5 გაიმარჯვა და მეორე წრეში გავიდა, სადაც რუს ეკატერინა მაკაროვას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა 14 აგვისტოს თანამემამულე ნადია პეტროვა ჩამოიშორა გზიდან: პირველი სეტი 7:6 (10:8) მოიგო. მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:1 მაკაროვას სასარგებლოდ, პეტროვამ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი წყვილებში სწორედ მაკაროვასთან ერთად ეთამაშება პირველ წრეში ბეჩან მატეკ-სანდისა (აშშ) და სანია მირზას (ინდოეთი) დუეტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული