ანა ტატიშვილი ცინცინატიში წყვილების ტურნირსაც გამოეთიშა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ცინცინატის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ერთეულთა თანრიგის მე-2 წრეში ანა ტატიშვილი რუს ეკატერინა მაკაროვასთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩვენებური სწორედ ჩრდილოელ მეზობელთან ერთად გამოდიოდა წყვილებში, სადაც პირველი წრე სამ სეტში გადალახა.

მეორეში ტატიშვილი და მაკაროვა კატერინა სრებოტნიკისა (სლოვენია) და ცზიე ჟენის (ჩინეთი) დუეტს დაუპირისპირდნენ.

პირველი ხელი ძალების დაუძაბავად მოიგეს 6:3, მეორეში კი 4:6 დამარცხდნენ. ტაი-ბრეიკები დრამატული გამოდგა.

საბოლოოდ სრებოტნიკმა და ჟენმა 11:8 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ტატიშვილმა ერთეულებში 90, წყვილებში კი 125
ქულით გაიმდიდრა მონაგარი.

გერმანული რატინგენის 10 000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირში ორი ქართველი სცდის ძალებს.

ერთეულებში მე-3 ნომრად განთესილი სოფიო ქვაცაბაია ამერიკელ კატლინ ჰორისკისთან ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 4:6.

სამაგიეროდ, მე-7 ნომერმა ეკატერინე გორგოძემ "ველური ბარათით" დაშვებულ გერმანელ სონია ლარსენს აჯობა - 2:6, 6:3, 6:1 და მეორე წრეში ამინატ კუშხოვას (რუსეთი) შეხვდება.

წყვილებში ქვაცაბაია-გორგოძის დუეტი პირველ ნომრადაა განთესილი. შეჯიბრების სტარტზე ჩვენებურებმა მასპინძლები - მილენა პედერსენი და შტეფანი სტემერი დაამარცხეს - 0:6, 6:3, 10:6. მეოთხედფინალში ქართველები კატრინა ლეხნერტსა და ტანია ვინკლერს (გერმანია) გაუწევენ მეტოქეობას.

აქვე წინა კვირის შედეგებით ქართველ ჩოგბურთელ ქალთა სარეიტინგო მდგომარეობას გაგაცნობთ:
76 (79). ანა ტატიშვილი (843 ქულა), 239 (240); მარგალიტა ჩახნაშვილი (240), 273 (273); სოფიო შაფათავა (203), 398 (385); სოფიო ქვაცაბაია (98), 543 (537); ეკატერინე გორგოძე (52), 615 (637); ნათია გეგია (41), 630 (625); თათია მიქაძე (39), 676 (667); ოქსანა კალაშნიკოვა (32), 971 (963); ანი გოგვაძე (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული