რუმინეთის (ძამაია) 25 000-იან ტურნირში სცდის ძალებს სოფიო შაფათავა. ერთეულთა თანრიგის სტარტზე მას მეტოქეობას გაუწევს მასპინძელი ალექსანდრა დამაშინი. სოფიომ 28 აგვისტოს წყვილებში უკრაინელ ტატიანა არეფიევასთან ერთად პირველ წარმატებას მიაღწია - ორ სეტში მოუგო ტურნირზე "ველური ბარათით" მოხვედრილ რუმინელებს - ჟასმინე მარინა კოტეანუსა და ადელინა გიორგიანა ლირანს - 6:0, 7:5.
მეორე წრეში შაფათავა-არეფიევას დუეტი მე-4 ნომრად განთესილ ასევე ინტერნაციონალურ დანკა კოვინიჩისა (ჩერნოგორია) და ტადეია მაჯერიჩის (სლოვენია) წყვილს დაუპირისპირდება. ყოფილმა იუგებმა
ჰოლანდიური როტერდამის 10 000-იან ტურნირში ჩაებნენ სოფიო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე, რომლებიც წყვილებში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათმა დუეტმა ზედიზედ ორი 10 000-იანი ტურნირი მოიგო) მე-2 ნომრად არიან განთესილნი.
პირველ წრეში ჩვენებურებმა 28 აგვისტოს შვედებს - ბეატრის კედერმარკსა და მატილდა ჰამლინს აჯობეს - 6:2, 6:4, მეორე წრეში მასპინძლებს - ბერნს ვან დე ველდესა და კელი ვერსტეეგს შეხვდებიან. ერთეულთა თანრიგის სტარტზე გორგოძემ ჰოლანდიელი ლისანე ვან რიეტი დაამარცხა - 6:1, 6:7, 6:4 და მე-2 წრეში ქვაცაბაიას და შვედ მატილდა ჰამლინს შორის უძლიერესს შეხვდება.
თურქული გაზიანთეფის 10 000-იანი ტურნირის პირველ წრეში თამარ ჭალაგანიძემ ჩეხი ნიკოლა ჰორაკოვა დაჯაბნა - 6:3, 7:5 და მე-2 წრეში გულბენ გულდასის (თურქეთი) მძლეველ (6:3, 6:1) ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში ჭალაგანიძემ ინდოელ ანუშკა ბჰარგავასთან ერთად ბრიტანელებთან - ლაურა დეიგმანთან და ფრანჩესკა სტეპჰენსონთან წააგო - 2:6, 2:6.
აქვე გაუწყებთ ქართველ ჩოგბურთელთა დღევანდელ სარეიტინგო მდგომარეობას: ანა ტატიშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის ღია ჩემპიონატში მონაწილეობს და პირველ წრეში ფრან სტეფანი გორეც გაკონისთან მოგებული ორთაბრძოლით 100 ქულა დაიმსახურა (იგი რეიტინგში მომავალ კვირას აისახება), 895 ქულით 71-დან 73-ე ადგილზე გადაინაცვლა.
შემდეგ მოდიან: 244 (243) მარგალიტა ჩახნაშვილი (240), 293 (278) სოფიო შაფათავა (186), 395 (397) სოფიო ქვაცაბაია (98), 517 (535) ეკატერინე გორგოძე (56), 613 (611) ნათია გეგია (41), 624 (627) თათია მიქაძე (39), 672 (677) ოქსანა კალაშნიკოვა (32), 964 (967) ანი გოგვაძე (11).
ქართველები უცხოეთის კორტებზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"