ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მე-3 დღეს კვლავ გავიდა კორტზე ქართველი ჩოგბურთელი
ანა ტატიშვილი, რომელიც დიდბრიტანელ ანე კეოტავონგთან ერთად წყვილებში მარია კირილენკოს და ნადია პეტროვას (რუსეთი) დუეტს დაუპირისპირდა, თუმცა პაექრობა დაძაბული ვერ გამოდგა: მე-4 ნომრად განთესილმა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ინტერნაციონალურ დუეტს იოლად - 6:0, 6:1 მოუგეს.
ერთეულებში ტატიშვილი მე-3 წრის შეხვედრას ლუქსემბურგელ მენდი მინელასთან გამართავს.
თურქულ გაზიანთეფში 10 000-იან ტურნირზე
თამარ ჭალაგანიძემ პირველ წრეში ჩეხ ნიკოლა ჰორაკოვას აჯობა (6:3, 7:5), 30 აგვისტოს კი მე
-6 ნომრად განთესილ ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) დანებდა - 6:4, 3:6, 1:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"