ანა ტატიშვილი US OPEN-ის წყვილების ტურნირს გამოეთიშა და ასპარეზობას ერთეულებში აგრძელებს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მე-3 დღეს კვლავ გავიდა კორტზე ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც დიდბრიტანელ ანე კეოტავონგთან ერთად წყვილებში მარია კირილენკოს და ნადია პეტროვას (რუსეთი) დუეტს დაუპირისპირდა, თუმცა პაექრობა დაძაბული ვერ გამოდგა: მე-4 ნომრად განთესილმა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ინტერნაციონალურ დუეტს იოლად - 6:0, 6:1 მოუგეს.

ერთეულებში ტატიშვილი მე-3 წრის შეხვედრას ლუქსემბურგელ მენდი მინელასთან გამართავს.

თურქულ გაზიანთეფში 10 000-იან ტურნირზე თამარ ჭალაგანიძემ პირველ წრეში ჩეხ ნიკოლა ჰორაკოვას აჯობა (6:3, 7:5), 30 აგვისტოს კი მე
-6 ნომრად განთესილ ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) დანებდა - 6:4, 3:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული