ანა ტატიშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი აშშ-ის ღია პირველობის 1/8-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ვიქტორია აზარენკას შეხვდა და ორ სეტში 2:6, 2:6 დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

უკვე გაუწყეთ, რომ ანამ ღია პირველობაზე წარმატებით განვლო ორი წრე - ჯერ 31 წლის ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი ჩამოიშორა გზიდან (6:2, 6:0), მერე თანატოლ რუმინელს - სორანა კირსტეას აჯობა სამ სეტში (6:7 (5:7), 6:1, 6:2). მეთექვსმეტედფინალში ლუქსემბურგელ მენდი მინელას შეხვდა.

ორი წლის წინათ ანას მინელა ჩოგბურთელი დამარცხებული ჰყავდა. ამჯერად რეიტინგში ჩვენებური ლუქსემბურგელზე 6 საფეხურით მაღლა
დგას.

პაექრობის პირველი სეტი ერთობ დაძაბული გამოდგა. მეტოქეებს თავიდან ძალიან გაუჭირდათ თავიანთ მოწოდებაზე გეიმების მოგება. მერე მენდი დაწინაურდა - 4:2, 5:3. თითქოს მინელა მიზანთან ახლოს აღმოჩნდა, მაგრამ თანდათან მისი იერიშები მინელდა, ცხადია, ანას გააქტიურების გამო და ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ოთხი გეიმი და ხელიც მოიგო - 7:5.

ამ წარმატებამ ტატიშვილს მოტივაცია გაუზარდა და ენერგიაც მოუზღვავა. ამიტომაც მეორე სეტში 6:0 დაჯაბნა მეტოქე და მერვედფინალში გავიდა, რითაც 280 სარეიტინგო ქულა და 120 000 დოლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება ანას მეტოქეს ტურნირის მერვედფინალში, ბელარუსი ჩოგბურთელი აქამდე ძალიან იოლად მივიდა: ძალების დაუძაბავად სძლია რუს ალექსანდრა პოპოვას - 6:0, 6:1, ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს - 6:2, 6:2 და ჩინელ ცზიე ჟენს - 6:0, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროა რომ ასეთი გაუნათლებელი და გაუზრდელი ჟურნალისტები გვყავს. როცა მივუთითებთ "1/8-ფინალს" აუცილებელია მივუთითოთ რომელ ტურნირზეა საუბარი. ეს მკითხველისადმი უდიერი დამოკიდებულებაა!!!!!
George
10:51 03-09-2012
0
George ტექსტის დასაწყისში წერია "ღია პირველობაზეო", ასე რომ მემგონი აქ უდიერი დამოკიდებულება მე ვერ დავინახე, ისე განვმარტავ და გეტყვი რომ ღია პირველობა ესაა US OPEN-აშშ-ს ღია პირველობა
Irakli
11:03 03-09-2012
0

სიახლეები პოპულარული