საკვალიფიკაციო ეტაპზე შვიდი ჩვენებური სცდიდა ძალებს, მაგრამ ძირითად ბადეში ვერც ერთი ვერ გავიდა.
პირველ წრეში დავით კვერნაძე უკრაინელ ოლექსეი აროვინთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 6:7, ერეკლე კლიმიაშვილს ასევე უკრაინელმა ორესტ ტერეშნუკმა აჯობა - 6:1, 6:1, ნოდარ ითონიშვილს ეტორ კაპელომ (იტალია) მოუგო - 6:0, 7:5. ორი წყვილი მასპინძლებმა შეადგინეს: კარენ სარქისიანი - ლაშა რამაზაშვილი 6:4, 7:5, გიორგი რევაზიშვილი - ლუკა ფილფანი 7:5, 6:0.
თავის მხრივ, რევაზიშვილი და სარქისიანი
ძირითადი ბადის პირველ წრეში მასპინძლები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი - შოთა მეფარიძე, მიხეილ ხმიადაშვილი - პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია), გიორგი ჯავახიშვილი - ილია შატსკი (რუსეთი), ალექსანდრე მეტრეველი - ალექსანდრ კუშაკოვი (უკრაინა), გიორგი ცივაძე - არკადიუშ კოსილა (პოლონეთი). რუსეთის სახელით მოასპარეზე ბექა კომახიძე სტარტზე ალექსანდრ ჟურბინს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"