ლეილა მესხის აკადემია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა ტრადიციული (15 000$) საერთაშორისო ტურნირი.

საკვალიფიკაციო ეტაპზე შვიდი ჩვენებური სცდიდა ძალებს, მაგრამ ძირითად ბადეში ვერც ერთი ვერ გავიდა.

პირველ წრეში დავით კვერნაძე უკრაინელ ოლექსეი აროვინთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 6:7, ერეკლე კლიმიაშვილს ასევე უკრაინელმა ორესტ ტერეშნუკმა აჯობა - 6:1, 6:1, ნოდარ ითონიშვილს ეტორ კაპელომ (იტალია) მოუგო - 6:0, 7:5. ორი წყვილი მასპინძლებმა შეადგინეს: კარენ სარქისიანი - ლაშა რამაზაშვილი 6:4, 7:5, გიორგი რევაზიშვილი - ლუკა ფილფანი 7:5, 6:0.

თავის მხრივ, რევაზიშვილი და სარქისიანი
მეორე წრეში, შესაბამისად, იგორ კრივოისა (უკრაინა, 3:6, 5:7) და ალექსანდრ ჟურბინს (რუსეთი, 0:6, 1:6) დანებდნენ.

ძირითადი ბადის პირველ წრეში მასპინძლები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი - შოთა მეფარიძე, მიხეილ ხმიადაშვილი - პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია), გიორგი ჯავახიშვილი - ილია შატსკი (რუსეთი), ალექსანდრე მეტრეველი - ალექსანდრ კუშაკოვი (უკრაინა), გიორგი ცივაძე - არკადიუშ კოსილა (პოლონეთი). რუსეთის სახელით მოასპარეზე ბექა კომახიძე სტარტზე ალექსანდრ ჟურბინს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული