სოფიო ქვაცაბაიამ ჰოლანდიაში პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ქალაქ ალფენაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი), რომელშიც სამი ჩვენებური ჩაება.

უკვე გაუწყეთ, რომ ეკა გორგოძე და მაკა ჩახნაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ, სოფიო ქვაცაბაიამ კი სამი მეტოქე ჩამოიშორა: საკვალიფიკაციო ტურნირზე ლენკა კუნჩიკოვას (ჩეხეთი) და კსენია კირილოვას სძლია, 4 სექტემბერს კი ძირითადი ბადის სტარტზე მეორე ნომრად განთესილი რუმინელი ბუზარნესკუ დაამარცხა - 6:3, 6:2.

მეორე წრეში შეჯიბრებაზე ველური ბარათით მიწვეულ მასპინძელს - ლესლი კერხოვს შეხვდება.

საგულისხმოა, რომ გასულ უქმეებზე ჰოლანდიის 10 000-იანი ტურნირის
ფინალში კერხოვს ეკა გორგოძემ აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული