სოფიო შაფათავა მესტრეში ასპარეზობას წყვილებში განაგრძობს

AutoSharing Option
იტალიური მესტრე ქალთა 50 000-იან საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. აქ მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი სცდის ძალებს: შეჯიბრების ძირითადი ბადის პირველ წრეში თბილისელმა სოფიო შაფათავამ ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამფთან დათმო შეხვედრა - 4:6, 2:6.

სამაგიეროდ, ჩვენებურმა წყვილებში იყოჩაღა: რუს მარინა მელნიკოვასთან ერთად ამერიკელი იულია კოჰენისა და დანიელი მელოუ ედესგაარდის დუეტს ორ სეტში აჯობა - 6:4, 6:1.

ქართველი ჩოგბურთელი თავის მეწყვილესთან ერთად მეორე წრეში რეკა-ლუკა იანისა (უნგრეთი) და თეოდორა მირჩიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ამ ინტერნაციონალურმა წყვილმა 4 სექტემბერს კლაუდია ჯოვინესა (იტალია) და ქრისტინა-ანდრეა მიტუს
(რუმინეთი) მოუგო - 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული