სოფიო შაფათავა მესტრეს ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
იტალიურ მესტრეში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი), რომელშიც სოფიო შაფათავა მონაწილეობდა.

ერთეულთა თანრიგში იგი რიჩელ ჰოგენკამპთან (ჰოლანდია) დამარცხდა - 4:6, 2:6. ქართველი ჩოგბურთელი წყვილებშიც სცდიდა ძალებს.

პირველ წრეში მარინა მელნიკოვასთან ერთად, როგორც გაუწყეთ, მე-4 ნომრად განთესილ იულია კოჰენისა (აშშ) და მალოუ ეიდესგაარდის (დანია) დუეტს აჯობა - 6:4, 6:1, 5 სექტემბერს კი რეკა-ლუკა იანისა (უნგრეთი) და თეოდორა მირჩიჩის (სერბეთი) წყვილთან დამარცხდა - 3:6, 6:7.

ანტალიის 10 000-იან ტურნირს დაემშვიდობა ანი გოგვაძე, რომელმაც სტარტზევე წააგო ტაივანელ თინგ-ფეი
იუანთან - 2:6, 0:6.

იგი წყვილებშიც გამოდიოდა ბერძენ დესპინა ვოგასარისთან ერთად, მაგრამ აქაც მოეცარა ხელი - მეორე ნომრად განთესილ დიანა ისაევას (რუსეთი) და ზალინა ხაირუდინოვას (ყაზახეთი) დუეტთან დამარცხდა - 2:6, 7:5, 8:10.

ასევე სამ სეტში წააგეს თამარ ჭალაგანიძემ და მარინა ცაკანიანმა (რუსეთი) ოლენა კურპორტთან (უკრაინა) და იანა სლუჟიტელევასთან - 4:6, 6:1, 6:10.

პირველი წრე მხოლოდ ორმა გადალახა
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასზე. მასპინძელთაგან შეჯიბრებაში 6 სპორტსმენი ჩაება. მათგან პირველი ბარიერი მხოლოდ ორმა გადალახა.

ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც იოლად სძლია შოთა მეფარიძეს - 6:1, 6:0.

მიხეილ ხმიადაშვილი ავსტრიელ პეტერ გოლდშტეინერთან წააგო - 4:6, 6:7, გიორგი ჯავახიშვილს რუსმა ილია შატსკიმ აჯობა - 6:2, 6:3, ალექსანდრე მეტრეველმა სამ სეტში დაჯაბნა ალექსანდრ კუშაკოვი - 2:6, 6:1, 6:2. გიორგი ცივაძე კი დაბაძულ ბრძოლაში დამარცხდა პოლონელ არკაიდუშ კოსულასთან - 6:3, 1:6, 6:7.

მეორე წრეში ბასილაშვილი გოლდშტეინერს შეხვდება, მეტრეველი კი მე-5 ნომრად განთესილ ვლადიმირ ივანოვს (ესტონეთი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული