ალფენას ტურნირს სოფიო ქვაცაბაიაც დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჰოლანდიურ ალფენაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკული დოლარი) სამი ქართველი სცდიდა ძალებს.

შეჯიბრებას პირველსავე წრეში გამოეთიშნენ ეკატერინე გორგოძე (საკვალიფიკაციო ეტაპზე) და მაკა ჩახნაშვილი (ძირითად ბადეში).

სოფიო ქვაცაბაიამ კი წარმატებით განვლო კვალიფიკაცია - ორ მეტოქეს აჯობა. ძირითადის პირველ წრეში მეორე ნომრად განთესილი მიჰაელა ბუზარნესკუ (რუმინეთი) დაამარცხა. 6 სექტემბერს კი თავადაც დაემშვიდობა ალფენას.

მეტოქეობას ტურნირზე ველური ბარათით დაშვებული მასპინძელი ლესლი კერხოვი უწევდა. წინა კვირას ჰოლანდიაშივე, 10 000-იანი ტურნირის ფინალში, კერხოვი ეკატერინე გორგოძემ დაჯაბნა.

ნიდერლანდელმა ამჯერად კი შემართებით ითამაშა
- ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით (6:3, 6:3) მოიგო და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული