ყველასთვის მოულოდნელად ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ სეტში დამარცხდა (6:7, 2:6) ავსტრიელ პეტერ გოლდშტეინერთან, რომელმაც შეჯიბრების სტარტზე მიხეილ ხმიადაშვილს აჯობა - 6:4, 7:6.
მძიმე ბრძოლა გადაიტანა ალექსანდრე მეტრეველმა. ჩვენებურს მეტოქეობას უწევდა ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი). მეტრეველმა პირველი სეტი 7:6 (3) მოიგო. მეორეშიც დრამატული პაექრობის შემდეგ აჯობა ბალტიისპირელს - 7:5.
მეოთხედფინალში მეტრეველი მე-4 ნომრად განთესილ ლორენ რეკოუდერს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება. ამ
მეორე წრის დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: პიოტრ კადომსკი (პოლონეთი) - ილია შატსკი (რუსეთი) 6:4, 6:3, იან ბლეჩა (ჩეხეთი) - იარასლავ შილა (ბელორუსი) 7:6 (9), 5:7 7:5, მატეო მარაი (იტალია, 3) - პატრიკ იანიკი (პოლონეთი) 6:0, 6:0, არკადიუშ კოსილა (პოლონეთი) - სტანისლა ვოვკი (რუსეთი) 6:3, 6:4, ტონი ანდროიჩი (ხორვატია, 2) - ოლექსეი აროვინი (უკრაინა) 6:1, 6:2.
7 სექტემბერს მეოთხედფინალში ითამაშებენ: გოლდშტეინერი - გადომსკი, რეკოუდერი - მეტრეველი, ბლეჩა - მარაი, კოსილა - ანდროიჩი.
წყვილები: იარასლაუ შილა, ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა) - მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე (საქართველო) 6:3, 6:2, მატეო მარაი, ლორენცო პაპასიდერო (იტალია) - ნოდარ ითონიშვილი, დავით კვერნაძე (საქართველო) 5:7, 6:3, 10:2, ანდრეუშ კოსილა, მიკოლაი შმირგალა (პოლონეთი) - გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი რევაზიშვილი (საქართველო) 5:7, 6:0, 10:3, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე (საქართველო) - იური კრივოვი, ალექსანდრ კუშაკოვი (უკრაინა) 6:2, 7:6 (6), ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი), ილია შატსკი (რუსეთი) - პატრიკ იანიკი, მათეუშ შმიგული (პოლონეთი) 6:2, 3:6, 12:10. პიოტრ გადომსკი, მიკოლაი იედრუჟაკი (პოლონეთი) - იან ბლეჩა (ჩეხეთი), პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) 6:2, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"