თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი: ნახევარფინალი და ფინალები უქართველებოდ

AutoSharing Option
ფრანგი ლორენ რეკოუდერი ჩოგბურთელ ვაჟთა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) მე-4 ნომრადაა განთესილი და, ცხადია, ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნევა. იგი წინასწარ გაცემულ დივიდენდებს ამართლებს კიდეც.

ზედიზედ ორი მეტოქის დამარცხების შემდეგ 7 სექტემბერს მეოთხედფინალში ალექსანდრე მეტრეველსაც, ფაქტობრივად, ძალების დაუძაბავად სძლია, რაზეც ანგარიშებიც მეტყველებს - 6:1, 6:3.

დანარჩენი შეხვედრები კი ასე დამთავრდა: პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) - პიოტრ გადომსკი (პოლონეთი) 7:6, 6:3, მატეო მარაი (იტალია, 3) - იან ბლეჩა (ჩეხეთი) 6:1, 6:4, ტონი ანდროიჩი (ხორვატია, 2) - არკადიუშ კოსილა (პოლონეთი) 6:1, 7:6

ნახევარფინალში ითამაშებენ: გოლდშტეინერი - რეკოუდერი, მარაი - ანდროიჩი.

7 სექტემბერს წყვილებში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა: ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა), იარასლაუ შილა (ბელარუსი) - არკადიუშ კოსილა, მიკოლაი ჟმირგალა (ორივე - პოლონეთი) 6:3, 6:4, ვლადიმირ ივანოვი (ესტონეთი), ილია შატსკი (რუსეთი) - პიოტრ გადომსკი, მიკოლაი იედრუშაკი (პოლონეთი) 7:6, 6:2.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალი და ფინალები უჩვენოდ ჩაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული