განსაკუთრებით მან ამერიკის ღია პირველობაზე იყოჩაღა, სადაც სამი წრე წარმატებით განვლო და მერვედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ბელორუს ვიქტორია აზარენკასაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია - ორივე სეტში მეტოქის მოწოდებისას თითო გეიმი მოიგო.
ანამ ნიუ იორკში 280 ქულა დაიმსახურა, საერთო მონაგარი კი 1170 ქულამდე გაზარდა, რამაც ის WTA-ს რეიტინგში 21 საფეხურით დააწინაურა და მისთვის სარეკორდო 52-ე საფეხურამდე აღზევდა.
ანა ტატიშვილი ამჟამად კანადაშია და კვებეკის
წარმატების შემთხვევაში მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ პეტრა მარტიჩსა (76-ე) და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უძლიერესს შეხვდება.
საგულისხმოა, რომ ჩვენებურმა შარშანაც იასპარეზა კვებეკში, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა ფრანგ ჯული კოინთან (7:5, 4:6, 4:6). ამდენად, იქ ქულები არა აქვს დასაცავი და "ბელ ჩელენჯის" თითოეულ წრეში მოპოვებული ქულები საკუთარი სარეკორდო თამასის აწევაში დაეხმარება.
აქვე გაუწყებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგის ათასეულში, ტატიშვილის გარდა, კიდევ რვა ჩვენებურია: 298 (293). სოფიო შაფათავა (173 ქულა), 307 (244). მაკა ჩახნაშვილი (165), 388 (395). სოფიო ქვაცაბაია (103), 471 (517). ეკატერინე გორგოძე (67), 611 (613). ნათია გეგია (41), 622 (624). თათია მიქაძე (39), 674 (672). ოქსანა კალაშნიკოვა (32), 957 (964). ანი გოგვაძე (11).
ქართველ ჩოგბურთელთაგან ანი გოგვაძემ და თამარ ჭალაგანიძემ ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯეს ძალები. გოგვაძე სტარტზევე დამარცხდა გერმანელ ტერეზა კლეინშტეუბერთან - 3:6, 4:6. ჭალაგანიძემ ორი ბარიერი დაძლია - ჯერ რუმინელ ანდრეა-მარია ნიტესკუს აჯობა - 6:3, 6:2, შემდეგ კი კოლუმბიელი პატრიცია კორტესი დაჯაბნა - 6:2, 6:3.
ძირითად ბადეში მოსახვედრად ლიტველ აკვილე პარაზინსკაიტეს დაუპირსპირდება.
საფრანგეთში მონ-დე-მარსანის 25 000-იან ტურნირში გამოვა მაკა ჩახნაშვილი. პირველ წრეში მას უკრაინელი მარინა ზანევსკა გაუწევს მეტოქეობას.
15-ათასიანი, ისევ თბილისში
გასულ კვირას ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი). მთავარი პრიზი ფრანგმა ლორენ რეკოუდერსმა მოიპოვა. ფინალში მან იტალიელი მატეო მარაი დაამარცხა - 6:1, 7:5.
10 სექტემბერს ამავე კორტებზე ვაჟებისთვის, ასევე, 15-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.
საკვალიფიკაციო ეტაპზე შვიდი ჩვენებური ჩაება. მათგან ძირითად ბადეში მხოლოდ ნოდარ ითონიშვილმა გააღწია: ჯერ თანამემამულე დემურ დავითაძეს სძლია - 6:4, 6:1, შემდეგ ერევნელი არშაკ კაზარიანი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:1.
შოთა მეფარიძეს სტარტზე ლაშა რამაზაშვილი არ გამოუცხადდა, მეორე წრეში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ მეტრეველს დანებდა - 1:6, 2:6. გიორგი რევაზიშვილმა რუსი ეგორ კუპრინი კი დაჯაბნა - 6:0, 6:0, მაგრამ იტალიელ ლორენცო პაპასიდეროს ვერ გასცდა - 0:6, 2:6. თბილისელი კარენ სარქისიანი და დავით კვერნაძე სტარტზევე დამარცხდნენ, შესაბამისად, პოლონელ პატრიკ იანიკსა (0:6, 1:6) და უკრაინელ ოლექსეი აროვინთან (2:6, 3:6).
10 სექტემბერს ძირითადი ბადის პირველ წრეში ხუთი შეხვედრა გაიმართა. გიორგი ჯავახიშვილმა უკრაინელ ალექსანდრ კუშაკოვს მოუგო - 7:6, 6:3.
პოლონელმა პიოტრ გადომსკიმ უკრაინელ ვლადისლავ მანაფოვს აჯობა - 6:4, 6:1. დანარჩენი სამი შეხვედრა კი ასე დამთავრდა: პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) - ლოიჩ პერეტი (კალედონია) - 6:1, 6:3, ორესტ ტერეშჩუკი (უკრაინა) - ილია შატსკი (რუსეთი) - 6:3, 7:5, არკადიუშ კოსილა (პოლონეთი) - იარასლაუ შილა (ბელორუსი) - 7:5, 6:3.
ქართველთაგან ძირითად ბადეში, ჯავახიშვილის გარდა, ხუთი ჩოგბურთელი ითამაშებს. ისინი ასე დაწყვილდნენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი - გიორგი ცივაძე, ნოდარ ითონიშვილი - მატეო მარაი (იტალია), ალექსანდრე მეტრეველი - ნიკოლაი იედრუშაკი (პოლონეთი), მიხეილ ხმიადაშვილი - ჰანს პოდლიპნიკ-კასტილო (ჩილე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"