პირველი სეტის მე-5 გეიმი მეტოქის მოწოდებისას ანამ და მისმა მეწყვილემ მოიგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ეს ხელი სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს - 6:4.
მეორე სეტში პირიქით მოხდა - გერმანულ-ფრანგულმა დუეტმა მე-8 გეიმი აართვა მეტოქეს და 6:3 გაიმარჯვა.
ტაიბრეიკებში ხან ერთი მხარე იყო წინ, ხან
თბილისელი ოლგა კალაშნიკოვა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ტაშკენტის (უზბეკეთი) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 220 000 დოლარი) სცდიდა ძალებს (ერთეულებში არ უასპარეზია).
პირველ წრეში მათ ალექსანდრა კადანტუ (რუმინეთი) და ნოფევან ლერტჩივაკანი (ტაივანი) დაამარცხეს - 7:6, 6:2, მეოთხედფინალში კი ვიტალია დიაჩენკოსა (რუსეთი) და აკგულ ამანმურადოვას (უზბეკეთი) დანებდნენ - 2:6, 2:6.
აი, მოსკოველი ანა ჩაკვეტაძე კი, რომელიც ისევ დაუბრუნდა კორტებს, სერბ ვესნა დოლინჩთან ერთად ფინალისკენ მიიკვლევს გზას. პირველ წრეში ანამ და მისმა მეწყვილემ ალიზე კორნეტსა (საფრანგეთი) და ალა კუდრიავცევას აჯობეს - 6:2, 7:6, შემდეგ იულია კოჰენი (აშშ) და იანა შეპელოვა (სლოვაკეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:3, 7:6, ნახევარფინალში ირინა-კამელია ბეგუსა და მონიკა ნიკულესკუს (ორივე - რუმინეთი) გაუწევენ მეტოქეობას.
ერთეულთა თანრიგში კი ჩაკვეტაძე მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ყაზახ გალინა ვოსკოვოევასთან დამარცხდა - 1:6, 3:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"