51-ეზე მყოფი ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკა ქართველს 5 ქულითღა უსწრებს. ამ კვირის განმავლობაში ტატიშვილი, ალბათ, ტრავმების (მან ხომ კვებეკში მეოთხედფინალური პაექრობა ტრავმის გამო ვერ დაასრულა) მოსაშუშებლად დაისვენებს, 29 სექტემბრიდან კი პეკინის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი) მოსინჯავს ძალებს.
WTA-ს განახლებულ რეიტინგში ქართველმა ქალებმა მცირედი
ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირაშიც ეცდებიან რეიტინგის გაუმჯობესებას. ოქსანა კალაშნიკოვა ყაზახურ ჩიმკეტში (25 000 დოლარი) ძირითადი ბადის პირველ წრეში პოლონელ ჟუსტინა ჟეგიოლკას დაუპირისპირდება. ფრანგულ საინტ-მალოში (25 000 დოლარი) იასპარეზებს მაკა ჩახნაშვილი - სტარტზე იგი ბელგიელ ალისონ ვან უიტვანსკის შეხვდება.
14 ჩვენებური ითამაშებს ბათუმის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 15 000 ამერიკული დოლარი. შეჯიბრების რეიტინგფავორიტია რუსი იულია კალავინა. პირველ წრეში იგი ლანა როსტიაშვილს ეთამაშება. მე-2 ნომერია საქართველოს ნაკრების წევრი სოფიო ქვაცაბაია.
სტარტზე მას მეტოქეობას ანი გოგვაძე გაუწევს. დანარჩენი ქართველები პირველ წრეში ასე დაწყვილდნენ: ესთერ სარქისიანი (საქართველო) - იასმინ ჰანტოსი (ავსტრალია), სოფიო ქაჯაია (უკრაინა) - ბაბილინა მაჩაიძე, ბარბარე ერისთავი - ეკატერინე გორგოძე, ევგენია პაშკოვა (რუსეთი) - მარიამ ბოლქვაძე, მარიამ გოგელაშვილი -ტერეზა კლეინსტაუერი (გერმანია), ანასტასია შესტაკოვა (უკრაინა) - ირინე ყარანგოზიშვილი, თამარ ჭალაგანიძე - ანი ამირაგიანი (სომხეთი), ნათია გეგია-რია საბაი (გერმანია), მარგალიტა ჭიჭაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილი.
ATP-ის რეიტინგში საქართველოში დაბრუნებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 116 ქულით 359-ე ადგილზეა. თბილისური ტურნირის მოგებისთვის ქულები რომ დაერიცხება, დაახლოებით 30 საფეხურით წინ გადაინაცვლებს. 952 (1047), ალექსანდრე მეტრეველი - 10 ქულა, 1511 (1496). გიორგი ცივაძე (2), 1653 (1547). გიორგი ჯავახიშვილი - 1 ქულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"