ბათუმის ტურნირის პირველი წრე ოთხმა ქართველმა გაიარა

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელ ქალთა უმეტესობა ბათუმის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) მონაწილეობს.

ძირითად ბადეში 14 ჩვენებური ჩაება. გუშინდელი პირველი წრის შემდეგ შეჯიბრებას ოთხი მათგანი შემორჩა. მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ ძალების დაუძაბავად სძლია თანამემამულე ანი გოგვაძეს - 6:1, 6:4, ნათია გეგიამ გერმანელი რია საბეი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:3, ლანა როსტიაშვილმა და ესთერ სარქისიანმა უშანსოდ წააგეს, შესაბამისად, პირველ ნომრად განთესილ იულია კალაბინასთან (რუსეთი, 0:6, 0:6) და იასმინე ჰანტოსთან (ავსტრალია, 1:6, 1:6).

უკრაინის სახელით მოასპარეზე სოფიკო ქაჯაიამ თბილისელ ბაბილინა მაჩაიძეს
აჯობა 6:3, 7:5 და მე-2 წრეში ბარბარე ერისთავის მძლეველს (6:1, 6:1), ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძეს გაუწევს მეტოქეობას.

პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ევგენია პაშკოვა (რუსეთი) - მარიამ ბოლქვაძე - 6:4, 7:5, ტერეზა კლეინშტეუბერი (გერმანია) - მარიამ გოგელაშვილი 6:0, 6:1, ანასტასია შესტაკოვა (უკრაინა) - ირინე ყარანგოზიშვილი 6:2, 6:3, ანი ამირაგიანი (სომხეთი) - თამარ ჭალაგანიძე 6:1, 6:1, ოლგა იანჩუკი (უკრაინა) - სუზანა გრიგორიანი (რუსეთი) 6:3, 6:0, მარგალიტა ჭიჭაშვილი - კლეოპატრა ქარუმაშვილი 6:3, 6:4, ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა) - ალიონა ფომინა (უკრაინა) 6:2, 6:3, ანა შკუდუნი (უკრაინა) - იულია ჰელბეტი (მოლდოვა) 6:1, 6:2, განა როზნიხირენკო (უკრაინა) - ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) 6:0, 6:1, ვიქტორია ლუშკოვა (უკრაინა) - მარიამ დოლაშვილი (უკრაინა) 6:1, 7:6.

გამარჯვებულები მეორე წრეში ასე დაწყვილდნენ: კალაბინა (1) - ჰანტოსი, ქაჯაია - გორგოძე (6), პაშკოვა (4) - კლეინშტეუბერი, შესტაკოვა - ამირაგიანი (8), ო. იანჩუკი (5) - გეგია, ჭიჭაშვილი - ე. იანჩუკი (3), შკუდუნი (7) - როზნიხირენკო, ლუშკოვა - ქვაცაბაია (2).

წყვილებში 18 სექტემბერს პირველი წრის ოთხი შეხვედრა გაიმართა: გოგვაძე, წიკლაური - როსტიაშვილი, ჰანტოსი 6:3, 6:1, ჰელბეტი, ქაჯაია - გრიგორიანი, მაჩაიძე 6:2, 6:3, ბოლქვაძე, ერისთავი - სარქისიანი, ჭიჭაშვილი 6:1, 6:3, ფომინა, შკუდენი - ჭალაგანიძე, შესტაკოვა 6:2, 6:1.

ყაზახური ჩიმკენტის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) ძირითად ბადეში გამოდიოდა ოქსანა კალაშნიკოვა, მაგრამ ასპარეზობის სტარტზე მე-6 ნომრად განთესილ ჟუსტინა ჟეგიოლკასთან (პოლონეთი) დამარცხდა - 6:7, 6:1, 3:6.

ფრანგული საინტ-მალოს 25 000-იან ტურნირში სცდიდა ძალებს მაკა ჩახნაშვილი, მაგრამ პირველსავე წრეში მანაც მე-6 ნომრად განთესილ ალისონ ვან იუტვანსკისთან (ბელგია) სამ სეტში დათმო შეხვედრა - 6:3, 2:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული