ქართველმა ჩოგბურთელებმა ბათუმი მოილიეს და თელავში გადაინაცვლეს

AutoSharing Option
აჭარის დედაქალაქში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) სტუმართა უპირატესობით წარიმართა.

ჩვენებურები შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშნენ. ასპარეზობა მე-8 ნომრად განთესილმა ანი ამირაგიანმა (სომხეთი) მოიგო - ფინალში მან უკრაინელ ანა შკუდუნს სძლია - 6:1, 6:3. წყვილთა პაექრობაში იულია კალაბინამ და ევგენია პაშკოვამ (ორივე - რუსეთი) ალონა ფომინას და ანა შკუდუნის (ორივე - უკრაინა) დუეტი დაამარცხეს - 7:6, 6:1.

ბათუმის ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობამ თელავის 50 000-იან საერთაშორისო ტურნირზე გადაინაცვლა.

ქართველთაგან ძირითად ბადეში ითამაშებენ მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა და ველური ბარათით
მიწვეული სოფიო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე და ნათია გეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული