თელავი ძალას იკრებს

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელებისთვის ეს კვირა საინტერესო პაექრობებით იქნება აღსავსე. სანამ შეჯიბრებებზე ვიტყოდეთ რამეს, ჩვენებურთა სარეიტინგო მდგომარეობას გაგაცნობთ: ანა ტატიშვილი 1162 ქულით მისთვის კვლავაც საუკეთესო - 52-ე ადგილზეა. ასევე უცვლელი დარჩა სოფიო შაფათავას მაჩვენებლები - 173 ქულით უწინდებურად 290-ეა. 19 საფეხურით წაიწია წინ მაკა ჩახნაშვილმა და 161 ქულით მე-300 პოზიცია უკავია.

დანარჩენები: 380 (369). სოფიო ქვაცაბაია (104), 472 (471), ეკატერინე გორგოძე (67), 607 (608). ნათია გეგია (40), 662 (660), ოქსანა კალაშნიკოვა (33), 718 (617). თათია მიქაძე (27), 950 (952), ანი გოგვაძე (11),
1069 (1070). თამარ ჭალაგანიძე (6 ქულა).

აქვე ჩვენი ვაჟების მონაცემებსაც გაგაცნობთ: ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც კვლავ საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავს და ერთი კვირის წინათ თბილისის 15 000-იანი საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, 143 ქულით 309-ე ადგილზეა. სარეიტინგო მდგომარეობა გარკვეულწილად გაიუმჯობესეს ალექსანდრე მეტრეველმა (952-დან 929-ე ადგილი) და გიორგი ჯავახიშვილმა (1653-ედან 1429-ე ადგილი); გიორგი ცივაძემ კი 21 საფეხურით უკან გადაიწია და დღეს 1532-ეა.

ახლა კი ამ კვირას დაგეგმილი შეჯიბრებების შესახებ. ჩინეთის საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი) 29 სექტემბრიდან დაიწყება. ანა ტატიშვილი პეკინში პირველად ითამაშებს და ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაებმება. უპირველესად, ალბათ, თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი) უნდა აღვნიშნოთ. ჩვენებურთაგან ძირითად ბადეში მოხვდნენ მაკა ჩახნაშვილი და სოფიო შაფათავა; ასევე, ველური ბარათით მიწვეულები - სოფიო ქვაცაბაია, ნათია გეგია, ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე. ტურნირის რეიტინგფავორიტია უკრაინელი ლესია ცურენკო, რომელსაც მსოფლიო კლასიფიკაციით 111-ე ადგილი უკავია.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან 11-მა ქართველმა ჩოგბურთელმა აიღო სტარტი. 9 მათგანი, სამწუხაროდ, პირველსავე წრეში დამარცხდა, ორმა კი თანამემამულეთა ძლევით გააღწია მხოლოდ მომდევნო ეტაპზე: ანი გოგვაძე-ლანა როსტიაშვილი 6:4, 6:1, განა როზნიხირენკო (უკრაინა) - გოგვაძე 6:1, 6:2; ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) - ანა დობორჯგინიძე 6:2, 6:2, დარია ლებეშევა (ბელორუსი) - ბაბილინა მაჩაიძე 6:2, 4:6, 6:3, ჰილდა მელანდერი (შვედეთი) - ბარბარე ერისთავი 6:27 6:3, მარიამ გოგელაშვილი - მარიამ ქურასბედიანი 6:3, 6:1, მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი) - გოგელაშვილი - 6:2, 6:1, ვიქტორია კანი (რუსეთი) - მარგალიტა ჭიჭაშვილი 6:0, 6:0, ემილია გაჯიევა (რუსეთი) - ესთერ სარქისიანი (საქართველო) 6:2, 6:1, ლაურა პოუს-ტიო (ესპანეთი) - თამარ ჭალაგანიძე 6:1, 6:1.

ძირითადი ბადის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ეკატერინე გორგოძე-მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა-ინეს ფერერი-სუარესი (ესპანეთი), ოქსანა კალაშნიკოვა-ანასტასია გრიმალსკა (იტალია), სოფიო ქვაცაბაია- ტერეზა მრდეზა (ხორვატია), ნათია გეგია კი მოწინააღმდეგეს საკვალიფიკაციოდან ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული