ექვსიდან საქართველოს სამი წარმომადგენელი განაგრძობს პაექრობას თელავის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი.
მაკა ჩახნაშვილმა სამ სეტში სძლია შეჯიბრებაზე ველური ბარათით მიწვეულ
ეკატერინე გორგოძეს - 6:3, 1:6, 6:4.
სოფიო ქვაცაბაიამ თითქმის უბრძოლველად წააგო ხორვატ
ტერეზა მდრეზასთან - 4:6, 1:6,
ნათია გეგიამ პირველი ხელი კი მოუგო უკრაინელ
ანა შკუდუნს - 6:4, მეორეში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მეტოქემ მაინც აჯობა - 7:6, რაც, ფაქტობრივად, გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ჩვენებურმა უკრაინელს მესამე სეტში გეიმიც ვერ აართვა, 0:6 წააგო და მაყურებლებში გადაინაცვლა.
ასპარეზობის პირველ დღეს
ოქსანა კალაშნიკოვას და
სოფიო შაფათავას წარმატებაზე კი უკვე გაუწყეთ. ერთეულთა თანრიგის პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ლესია ცურენკო (უკრაინა)-ლეტისია კოსტასი (ესპანეთი) 6:4, 6:0, მარგარიტა ლაზარევა (რუსეთი)-ტადეია მაიერიჩი (სლოვენია) 6,3, 7:6, ანა-ლენა ფრიედსამი (გერმანია)-რენატა ვორაკოვა (ჩეხეთი) 6:4, 2:6, 6:2. ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი)-რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი) 6:3, 6:4, ნადია კიჩენოკი (უკრაინა)-არანჩა პარა-სანტონა (ესპანეთი) 6:3, 7:5, კონი პერინი (შვეიცარია)-ანა ფლორისი (იტალია) 6:4, 6:0, რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლანდია)- ვიქტორია კანი (რუსეთი) 6:4, 6:0, რალუკა ოლარუ (რუმინეთი)-ირინა ხრომაჩევა (რუსეთი) 6:3, 7:5, ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკეთი)-ლუდმილა კიჩენოკი (უკრაინა) 5:7, 7:5, 7:6, კორინა დენტონი (იტალია)-განა როზნიხირენკო (უკრაინა) 6:0, 6:4, ელინა სვიტლინა (უკრაინა)-ეკატერინა ძეჰალევიჩი (ბელორუსი) 6:3, 6:1.
მეორე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ცურენკო (1)- ლაზარევა, ჩახნაშვილი- ფრიედსამი (8), კრუნიჩი (4)- კიჩენოკი, შაფათავა- პერინი, ჰოგენკამპი (6)- კალაშნიკოვა, შკუდუნი- ოლარუ, მდრეზა (5)- შმიედლოვა, დენტონი- სვიტოლინა (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"