მართალია, ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილ ალექსანდრა კრუნიჩთან (სერბეთი) პირველი სეტი დაძაბულ პაექრობაში 6:7 დათმო, მაგრამ მომდევნო ორ ხელში შედარებით იოლად აჯობა მეტოქეს - 6:4, 6:2 და გადამწყვეტ პაექრობაში თანამემამულე ელინა სვიტოლინას (157-ე) დაუპირისპირდა, რომელიც თელავის ტურნირზე მეორე იყო.
ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ასევე უკრაინელი ანა შკუდუნი დაამარცხა - 6:3, 6:1. მთავარი პრიზისთვის ორთაბრძოლა დაძაბული არ
წყვილთა ფინალში, როგორც გაუწყეთ, თამაშის უფლება მოიპოვა ბელორუს ეკატერინა ძეჰალევიჩთან შეამხანაგებულმა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ. იგი მიზანთანაც ახლოს იყო: უნგრელ რეკა-ლუკა იანისა და გერმანელ ქრისტინა შაკოვეცს პირველი ხელი 6:3 მოუგო, მეორე კი 4:6 დათმო. ტაიბრეიკებში გერმანულ-უნგრულმა დუეტმა უფრო იყოჩაღა (10:6) და პირველობაც მას დარჩა. ოქსანა მეწყვილესთან ერთად მეორე ადგილს დასჯერდა.
***
1 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 2 828 050 დოლარი) ანა ტატიშვილი, რომელმაც ერთეულებში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი ვერ გადალახა, წყვილებში ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად ტიმეა ბაშჩინსკისა (შვეიცარია) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"