ანა ტატიშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე წყვილებშიც ვერ იყოჩაღა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ჩინეთის ღია პირველობას (საპრიზო ფონდი 4 828 050 დოლარი), ფაქტობრივად, მოუმზადებელი შეხვდა. ეტყობა, ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოასწრო.

ამიტომაც ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპის, სადაც რეიტინგფავორიტად მიიჩნეოდა, პირველივე შეხვედრა დათმო, 1 ოქტომბერს კი ასევე სტარტზევე წააგო წყვილთა პაექრობა: ყაზახ გალინა ვოსკობოევასთან ერთად. მართალია, პირველი ხელი ტიმეა ბაშინსკის (შვეიცარია) და მარია ხოსე მარტინეს სანჩესს 7:6 მოუგო, მაგრამ მომდევნო ორი სეტი მეტოქეებისა იყო - 6:2, 10:4. ასე რომ, ჩვენებური ჩინეთის დედაქალაქს დაემშვიდობა.

წინა კვირის მონაცემების გათვალისწინებით (ანას არსად უთამაშია)
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 1162 ქულით ტატიშვილმა თავისი სარეკორდო 52-ე ადგილი შეინარჩუნა. 51-ე საფეხურზე მყოფ ჩეხ ლუსი ჰრადეცკას 37 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო რეიტინგში დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელ ქალთა მდგომარეობა ასეთია: 283 (290). სოფიო შაფათავა (181 ქულა); 330 (300). მაკა ჩახნაშვილი (139); 396 (380). სოფიო ქვაცაბაია (98); 459 (472). ეკატერინე გორგოძე (74); 541 (662). ოქსანა კალაშნიკოვა (52); 606 (607). ნათია გეგია (42). 860 (718). თათია მიქაძე (16); 928 (950). ანი გოგვაძე (12); 1073 (1069). თამარ ჭალაგანიძე (6).

ვაჟები. ATP-ის კლასიფიკაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 143 ქულით 309-ედან 305-ე ადგილზე გადაინაცვლა. 929 (929). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1431 (1429). გიორგი ჯავახიშვილი (2); 1537 (1532). გიორგი ცივაძე (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული