ანა ტატიშვილმა ტრავმების მოშუშება და წლის ბოლომდე დასვენება გადაწყვიტა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ჩვენებურთა პოზიციებზე ზეგავლენა მოახდინა - ზოგი დაწინაურდა, ზოგი ჩამორჩა, ზოგმაც უწინდელი მდგომარეობა შეინარჩუნა.
ანა ტატიშვილი წინა კვირას 1162 ქულით 50-ე იყო, მაგრამ ბრიტანელმა ჰიზერ უოტსონმა, რომელმაც წარმატებით ითამაშა იაპონურ ტურნირში,
რაც შეეხება ვაჟთა რეიტინგს (ATP), 143 ქულით ნიკოლოზ ბასილაშვილი 310-ე ადგილზეა. 921 (928). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1414 (1417). გიორგი ჯავახიშვილი (2), 1534 (1538). გიორგი ცივაძე (2).
ანი გოგვაძე და თამარ ჭალაგანიძე ისრაელის ქალაქ აკოში იმყოფებიან ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი). ძირითადი ბადის სტარტზე ჭალაგანიძე ფინელ ელა ლეივოსთან დამარცხდა - 4:6, 6:2.
ანი გოგვაძე რუს იანინა პარიშინას დაუპირისპირდება, თუმცა მან უკვე 15 ოქტომბერს ითამაშა წყვილებში უკრაინელ ოლექსანდრა პისკუნთან ერთად და ორ სეტში ამით გავრიელისა (ისრაელი) და ანასტასია ხომუტოვას (ლატვია) დუეტს სძლია - 6:2, 6:3.
მეორე წრეში ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ პოლონელებს - ოლგა ბროზდას და ნატალია კულატს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჭალაგანიძეს, იგი ლიბი მეშთან (ისრაელი) ერთად იანინა პარიშინას და დარია მირონოვას (ორივე - რუსეთი) წყვილს გაუწევს მეტოქეობას.
გლაზგოს (შოტლანდია) 25 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეშია მაკა ჩახნაშვილი. იქ უკვე საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ორთაბრძოლები გაიმართა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"