ქართველი ჩოგბურთელები სტამბულს დაემშვიდობნენ

AutoSharing Option
თურქეთში ჩოგბურთელ ქალთა 25 000-იანი საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში თბილისელმა სოფიო შაფათავამ, რომელმაც სტარტზე პირველ ნომრად განთესილ უკრაინელს - იულია ბეიგელციმერს აჯობა, 31 ოქტომბერს ვერ იყოჩაღა: უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვას, მართალია, პირველი ხელი დაძაბულ პაექრობაში 7:6 მოუგო, მაგრამ მომდევნო ორი სეტი დათმო - 4:6, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

წყვილებში სოფიო შაფათავა და მაკა ჩახნაშვილი მეორე ნომრებს - ანასტასია გრიმალსკას (იტალია) და ევგენია პაშკოვას (რუსეთი) დაუპირისპირდნენ. ჩვენებურებმა პირველი სეტი აქაც მოიგეს - 6:3, მაგრამ მეორეში ასეთივე ანგარიშით
დამარცხდნენ, ტაიბრეიკები კი 8:10 წააგეს და მაყურებლებში გადაინაცვლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული