ოქსანა კალაშნიკოვამ ინდოეთის ტურნირში 22 სარეიტინგო ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ინდურ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) ჩაებნენ.

ძირითადი ბადის სტარტზე შაფათავა ერთ დროს მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზე მყოფ (ამჟამად 143-ეა) გერმანელს - ანდრეა პეტკოვიჩს დაუპირისპირდა.

ქართველი სპორტსმენი პირველ ხელს 5:2-ს იგებდა, მაგრამ გამოცდილმა ალემანმა მატჩში გარდატეხის შეტანა და სეტის მოგება შეძლო - 7:6 (7:4). შაფათავამ მეორე ხელიც დაძაბულ პაექრობაში დათმო - 5:7;

ორთაბრძოლის შემდეგ პეტკოვიჩმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ვებგვერდზე დაწერა, რომ "ძალიან რთული მატჩი იყო... ჩემი მეტოქე
სოფიო შაფათავა ძალიან კარგად, აგრესიულად თამაშობდა. მასზე არავითარი ინფორმაცია არ მქონდა. ოპონენტმა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება ჩემზე. იმ პაექრობისგან სიამოვნება მივიღე".

სოფიოსგან განსხვავებით, კალაშნიკოვამ პირველ წრეში ავსტრალიელ მონიკ ადამჩიკს (187-ე) ორ სეტში სძლია (7:5, 6:3) და 22 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა. მერვედფინალში ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ დონა ვეკიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდა.

პირველი ხელი 2:6 წააგო, სამაგიეროდ, მეორეში იყოჩაღა - 6:4 დაამარცხა მეტოქე; მესამე სეტი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 0:6.

7 ნოემბერსვე კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი, მასპინძელთა დუეტს - ბოსალე-ტომბარეს ორივე სეტი მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული