ოქსანა კალაშნიკოვა ერთეულებშიც დაწინაურდა და წყვილებშიც

AutoSharing Option
ინდოეთის ქალაქ პუნეში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) ერთობ წარმატებული აღმოჩნდა ოქსანა კალაშნიკოვასთვის - თბილისელი სპორტსმენი ერთეულთა თანრიგში ერთი ბარიერის გადალახვით WTA-ს რეიტინგში ერთბაშად 88 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 74 ქულით 454-ე საფეხურზეა.

რაც შეეხება წყვილთა პაექრობას, როგორც გაუწყეთ, ოქსანამ ნინა ბრატჩიკოვასთან (რუსეთი) ერთად ინდური ტურნირი მოიგო და საკუთარი მონაგარი 828 ქულამდე გაზარდა, რითაც საუკეთესო ასეულში 97-ე ადგილზე აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ წყვილებში ანა ტატიშვილი 82-ეა, ხოლო ერთეულებში 1140 ქულით ისევ 51-ე საფეხურზე იმყოფება.

დანარჩენ ჩვენებურთა ახალი
სარეიტინგო მაჩვენებლები ასეთია: 295 (290). სოფიო შამათავა (165), 405 (400). მაკა ჩახნაშვილი (93), 429 (405). სოფიო ქვაცაბაია (86), 454 (542). ოქსანა კალაშნიკოვა (74), 483 (477). ეკატერინე გორგოძე (65), 665 (665). ნათია გეგია (33), 1163 91158). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული