თბილისელმა ჩოგბურთელმა სტარტზე WTA-ს რეიტინგში 414-ე ადგილზე მყოფი ქსენია პალკინა (რუსეთი) დაამარცხა - 2:6, 6:0, 6:2, რითაც 14 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა. წყვილებში იგი ტაილანდელ ტამარინ ტანასუგარნისთან ერთად მოსინჯავს ძალებს.
ანტალიის 10 000-იან ქალთა საერთაშორისო ტურნირში სცდიდა ძალებს მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მასპინძელი იაქმურ აკდემირი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ჯელი რეის
თურქეთის ამ საკურორტო ქალაქში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირიც (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე, როგორც გაუწყეთ, გიორგი ჯავახიშვილმა ჰოლანდიელ ფაბიან ვან დერ ლანსთან პირველი სეტი ვერ დაასრულა ტრავმის გამო.
გიორგი რევაზიშვილმა ფიოდორ ჩერვიაკოვს (რუსეთი) კი აჯობა (6:3, 6:3), მაგრამ ფლორიან ბარტთან (გერმანია) ვერაფერს გახდა - 6:7, 3:6.
სამაგიეროდ, გიორგი ცივაძემ იყოჩაღა: ჯერ ვლადისლავ ლადიგინი (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:2, მერე ანდრეი საველიევი (რუსეთი) დაჯაბნა - 6:1, 6:2 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე სლოვაკი მარეკ სემიანი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"