სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) სოფიო ქვაცაბაიამ, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი, მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ძირითადი ბადის სტარტზე ანასტასია რუდაკოვას დამარცხების (6:1, 6:1) შემდეგ მეორე წრეში კანადელი ელიზაბეტ ფურნიე ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი სერბი ნატალია კოსტიჩის მძლეველ (7:5, 5:7, 6:2) ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდება.

დუბაიში ჩოგბურთელ ქალთა 75 000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობასაც გამოეთიშა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა.

ტაილანდელ ტამარინ ტანასუმარნთან ერთად იგი მე-2 ნომრად იყო განთესილი და ორი ორთაბრძოლაც მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიელ
კამერინთან და რუს დუშევინასთან სამ სეტში დამარცხდა - 3:6, 7:6, 4:10.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 22 წლის ანა ტატიშვილი 1140 ქულით 51-ე ადგილს ინარჩუნებს.

დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 302 (296). სოფიო შაფათავა (160 ქულა), 408 (406). მარგალიტა ჩახნაშვილი (93), 423 (426). სოფიო ქვაცაბაია (86), 451 (456). ოქსანა კალაშნიკოვა (74), 480 (483). ეკატერინე გორგოძე (65), 668 (669). ნათია გეგია (33), 1151 (1158). ანი გოგვაძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული