ჩოგბურთის ფედერაციას ალექსანდრე მეტრეველი უთავ­კა­ცებს

AutoSharing Option
6 დეკემბერს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში ჩოგ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თა.

გან­ვ­ლილ პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ლე­ი­ლა მეს­ხ­მა ილა­პა­რა­კა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ქალ­თა ჩოგ­ბურ­თ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წინ­ს­ვ­ლაა, რა­საც ანა ტა­ტიშ­ვი­ლის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის სა­უ­კე­თე­სო ასე­უ­ლის 51-ე სა­ფე­ხურ­ზე დამ­კ­ვიდ­რე­ბაც მოწ­მობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ანამ, რო­მელ­საც ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი 130 ათა­სი ლა­რით და­ეხ­მა­რა, ლონ­დო­ნის 2012 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის საგ­ზუ­რი თა­ვად მო­ი­პო­ვა.

ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო მცდე­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი მე­ო­რე ლი­ცენ­ზია მა­კა ჩახ­ნაშ­ვილს ერ­გო.

ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მან წყვი­ლებ­ში ანას­თან ერ­თად
იას­პა­რე­ზა. ით­ქ­ვა ჩოგ­ბურ­თელ ქალ­თა ნაკ­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის თას­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­ვ­ლა­ზეც. ცხა­დია, იმა­ვეს ვერ ვიტყ­ვით ვაჟ­თა ჩოგ­ბურ­თ­ზე, დი­დი ჩა­ვარ­დ­ნაა დე­ვი­სის თას­ზე.

მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ქალ-ვაჟ­თა ტრა­დი­ცი­ულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­საც შე­ე­ხო.

მოხ­სე­ნე­ბის გარ­შე­მო გა­მარ­თუ­ლი კა­მა­თის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა არ­ჩევ­ნე­ბი. პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენჭს იყ­რიდ­ნენ ლე­ი­ლა მეს­ხი და სა­ხე­ლო­ვა­ნი ჩოგ­ბურ­თე­ლის - ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლის ვა­ჟი ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი-უმ­ც­რო­სი.

57 დე­ლე­გა­ტი­დან 33-მა ხმა მეტ­რე­ველს მის­ცა, 22-მა - მესხს, ორი ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­ბა­თილ­და.

ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი: "დღე­ვან­დელ ქარ­თულ ჩოგ­ბურ­თ­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა. ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­ში ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბი, გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლია კლუ­ბე­ბი, მი­სა­ხე­დია ჩოგ­ბურ­თი რე­გი­ო­ნებ­ში, რო­მე­ლიც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. და­მო­უ­კი­დებ­ლად არაფერს გა­ვა­კე­თებ, ძლი­ე­რი გუნ­დით მოვ­დი­ვარ და ყვე­ლა­ფერს ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყ­ვეტთ".

ლე­ი­ლა მეს­ხი: "მეტ­რე­ვე­ლე­ბის ოჯახს გა­მარ­ჯ­ვე­ბას ვუ­ლო­ცავ. ქარ­თულ ჩოგ­ბურთს 17 წე­ლი­წა­დი ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი და ამ ხნის გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში ფე­დე­რა­ცი­ას სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით ვი­ნა­ხავ­დი.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩოგ­ბურ­თ­ში ვრჩე­ბი. თბი­ლის­ში უდი­დე­სი ბა­ზა მაქვს.

უწინ­დე­ბუ­რად გან­ვაგ­რ­ძობ ტურ­ნი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. მზად ვარ, და­ვეხ­მა­რო ახ­ლა­დ არ­ჩე­ულ ფე­დე­რა­ცი­ას, რად­გან ჩოგ­ბურ­თი ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა. გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის­თ­ვის იზ­რუ­ნებს".

ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძე, სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი: "არ­ჩევ­ნე­ბი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ორი­ვე მხა­რემ სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხა.

ეს ხელს შე­უწყობს ჩვენ­თან ჩოგ­ბურ­თ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მის დრო­უ­ლად გა­დაჭ­რას. უპირ­ვე­ლე­სად, ბა­ზე­ბია მი­სა­ხე­დი.

მეს­მის, ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სპორ­ტია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­კეთ­დეს სა­ი­მი­სოდ, რომ იგი ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს, რა­თა ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი არ დავ­კარ­გოთ. ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ვფიქ­რობ, ამას შეძ­ლებს".

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული