ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ანტალიის ტურნირის ფი­ნალ­შია

AutoSharing Option
ან­ტა­ლი­ა­ში ჩოგ­ბურ­თელ ვაჟ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში (საპ­რი­ზო ფონ­დი 10 000 დო­ლა­რი) შე­სა­ნიშ­ნა­ვად თა­მა­შობს ას­პა­რე­ზო­ბის თბი­ლი­სე­ლი რე­ი­ტინ­გ­ფა­ვო­რი­ტი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი - ჩვ­ე­ნე­ბუ­რი ზე­დი­ზედ ოთხი გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მან მე-4 ნომ­რად გან­თე­სი­ლი ხორ­ვა­ტი დი­ნო მარ­ჩა­ნი და­ა­მარ­ცხა იოლად - 6:1, 6:2. გა­დამ­წყ­ვეტ პა­ექ­რო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ ვლა­დი­მირ უჟი­ლოვ­ს­კის და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ან­ტა­ლი­ა­ში დღეს­ვე, 10 დეკემბერს და­იწყე­ბა ახა­ლი 10 000-დო­ლა­რი­ა­ნი ვაჟ­თა ტურ­ნი­რი, რომ­ლის ძი­რი­თად ბა­დე­ში ისევ პირ­ველ ნომ­რა­დაა გან­თე­სი­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი. იქ­ვე ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ში ორი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­ე­ბა.

მა­რი­ამ ბოლ­ქ­ვა­ძემ სტარ­ტ­ზე რუ­სი მა­რია კი­პა­რენ­კო და­ა­მარ­ცხა -
6:0, 7:5 და მე­ო­რე წრე­ში შვე­ი­ცა­რი­ელ სა­მი­რა გი­გერს შეხ­ვ­დე­ბა. თა­მარ ჭა­ლა­გა­ნი­ძემ პირ­ველ­სა­ვე წრე­ში ალე­სია პი­რა­ნის­თან (იტა­ლია) წა­ა­გო - 2:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული