ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ან­ტა­ლი­ა­ში დამ­თავ­რ­და ჩოგ­ბურ­თელ ვაჟ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი (საპ­რი­ზო ფონ­დი 10 000 დო­ლა­რი), რო­მელ­შიც პირ­ველ ნომ­რად იყო გან­თე­სი­ლი თბი­ლი­სე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ფი­ნალ­ში მან უკ­რა­ი­ნე­ლი ვლა­დი­მირ იჟი­ლოვ­ს­კი სამ სეტ­ში და­ა­მარ­ცხა - 3:6, 6:2, 6:2 და მთა­ვა­რი პრი­ზი მო­ი­პო­ვა. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ან­ტა­ლი­ა­ში დარ­ჩა, სა­დაც 11 დეკემბრიდან ისევ 10 000-იან ტურ­ნირ­ში ჩა­ებ­მე­ბა და იქაც პირ­ვე­ლი ნო­მე­რია.

ქალ­თა ას­პა­რე­ზო­ბის (ისიც ან­ტა­ლი­ა­შია და 10 000-დო­ლა­რი­ა­ნი) საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე ჩა­ე­ბა მა­რი­ამ ბოლ­ქ­ვა­ძე, რო­მელ­მაც სტარ­ტ­ზე მა­რია კი­პა­რენ­კოს (რუ­სე­თი) სძლია - 6:0, 7:5, მე­ო­რე წრე­ში კი სა­მი­რა გი­გე­რო (შვე­ი­ცა­რია)
ჩა­მო­ი­შო­რა გზი­დან - პირ­ვე­ლი სე­ტი 6:4 მო­ი­გო, მე­ო­რე­ში 1:0 რომ და­წი­ნა­ურ­და, მე­ტო­ქემ ტრავ­მის გა­მო ორ­თაბ­რ­ძო­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო. მე­სა­მე წრე­ში რუ­მი­ნელ ლკა კსო­რე­გის თუ და­ა­მარ­ცხებს, ძი­რი­თად ბა­დე­ში ითა­მა­შებს.

ამა­ვე ტურ­ნირ­ში სცდი­და ძა­ლებს თა­მარ ჭა­ლა­გა­ნი­ძე, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა ალე­სია პი­რან­თან (იტა­ლია) წა­ა­გო - 2:6, 1:6.

ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს პრო­ფე­სი­ო­ნალ ჩოგ­ბურ­თელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ATP) რე­ი­ტინ­გ­ში 146 ქუ­ლით 312-ე ად­გი­ლი უკა­ვია. 948 (958). ალექ­სან­დ­რე მეტ­რე­ვე­ლი (10 ქუ­ლა), 1366 (1369). გი­ორ­გი ცი­ვა­ძე (3), 1479 (1474). გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი (2).

WTA-ს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გი: 51 (51). ანა ტა­ტიშ­ვი­ლი (1140), 311 (300). სო­ფიო შა­ფა­თა­ვა (153), 404 (403), მა­კა ჩახ­ნაშ­ვი­ლი (93), 416 (423), სო­ფიო ქვა­ცა­ბაია (89), 417 (416). ოქ­სა­ნა კა­ლაშ­ნი­კო­ვა (88), 493 (492). ეკა­ტე­რი­ნე გორ­გო­ძე (62), 636 (634). ნა­თია გე­გია (37), 1151 (1142). ანი გოგ­ვა­ძე (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული