ფინალში მან უკრაინელი ვლადიმირ იჟილოვსკი სამ სეტში დაამარცხა - 3:6, 6:2, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა. ბასილაშვილი ასპარეზობის დამთავრების შემდეგ ანტალიაში დარჩა, სადაც 11 დეკემბრიდან ისევ 10 000-იან ტურნირში ჩაებმება და იქაც პირველი ნომერია.
ქალთა ასპარეზობის (ისიც ანტალიაშია და 10 000-დოლარიანი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც სტარტზე მარია კიპარენკოს (რუსეთი) სძლია - 6:0, 7:5, მეორე წრეში კი სამირა გიგერო (შვეიცარია)
ამავე ტურნირში სცდიდა ძალებს თამარ ჭალაგანიძე, მაგრამ პირველივე შეხვედრა ალესია პირანთან (იტალია) წააგო - 2:6, 1:6.
ახალი მონაცემებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 146 ქულით 312-ე ადგილი უკავია. 948 (958). ალექსანდრე მეტრეველი (10 ქულა), 1366 (1369). გიორგი ცივაძე (3), 1479 (1474). გიორგი ჯავახიშვილი (2).
WTA-ს განახლებული რეიტინგი: 51 (51). ანა ტატიშვილი (1140), 311 (300). სოფიო შაფათავა (153), 404 (403), მაკა ჩახნაშვილი (93), 416 (423), სოფიო ქვაცაბაია (89), 417 (416). ოქსანა კალაშნიკოვა (88), 493 (492). ეკატერინე გორგოძე (62), 636 (634). ნათია გეგია (37), 1151 (1142). ანი გოგვაძე (3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"