ნიკოლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ანტალიის ტურნირის მე­ოთხედ­ფი­ნალ­შია

AutoSharing Option
ან­ტა­ლი­ა­ში, ჩოგ­ბურ­თელ ვაჟ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე (საპ­რი­ზო ფონ­დი 10 000 დო­ლა­რი) პირ­ველ ნომ­რა­დაა გან­თე­სი­ლი თბი­ლი­სე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სულ უქ­მე­ებ­ზე ამა­ვე ქა­ლაქ­ში ერ­თი შე­ჯიბ­რე­ბა უკ­ვე მო­ი­გო.

ამ­ჯე­რად კი ორი წრე გა­ი­ა­რა: ას­პა­რე­ზო­ბის სტარ­ტ­ზე ბელ­გი­ელ იანიკ ვან­დენ­ბალ­კეს სძლია 7:6, 6:2; მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რაში მა­კე­დო­ნი­ე­ლი მი­რონ შა­ბა­ნის მძლე­ველ (6:2, 6:0) დე­ნის ნო­ვაკს (ავ­ს­ტ­რია) უნ­და და­პი­რის­პი­რე­ბო­და, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი 13 დეკემბერს ჩვე­ნე­ბურს არ გა­მო­უცხად­და და წა­გე­ბა ჩა­ეთ­ვა­ლა.

მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ტურ­ნირ­ზე მე-7 ნო­მერ შე­რიფ სარ­ბის­თან (ეგ­ვიპ­ტე) გა­არ­კ­ვევს ურ­თი­ერ­თო­ბას.

წარ­მა­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ტო­მის­ლავ ბრკიჩ­სა (ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნა) და მა­თი­ას ვი­ნერს
(გერ­მა­ნია) შო­რის უძ­ლი­ე­რესს შეხ­ვ­დე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული