ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიაში ჯიქურ მიიწევს ვაჟთა მეორე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ფინალისკენ: ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 14 დეკემბერს მეოთხედფინალში მე-7 ნომრად განთესილ ეგვიპტელ შერიფ საბრის დაძაბულ პაექრობაში 7:6, 7:6 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანელ მათიას ვუნერს დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელმა სამ სეტში მესამე ნომერ ტომისლავ ბრკიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) სძლია - 6:3, 2:6, 6:4. მეორე ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი რომაი ჟუანი (საფრანგეთი) და გილერმო ოლასო (ესპანეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"