წინა კვირას მან ვაჟთა 10 000-იან საერთაშორისო ტურნირში მიაღწია წარმატებას, 18 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 164 ქულით 284-ე (მისთვის სარეკორდო) ადგილზე გადაინაცვლა.
26 დეკემბერს ჩვენებურმა თურქულ საკურორტო ქალაქში კიდევ ერთ 10 000-იან ტურნირში იზეიმა გამარჯვება: ზედიზედ სამი მეტოქის ჩამოშორების შემდეგ ნახევარფინალში გერმანელი მათიას ვუნერი დაამარცხა - 6:2, 6:1, გადამწყვეტ პაექრობაში კი ფრანგი რომან ჟუანის (მე-2 ნომერი) მძლეველ მე-5 ნომრად განთესილ ესპანელს - გილერმო ოლასოს დააყრევინა ფარ-ხმალი -
ბასილაშვილი ანტალიაში რჩება და 18 დეკემბრიდან კიდევ ერთ 10 000-იან ტურნირში ჩაებმება, სადაც ისევ პირველ ნომრადაა განთესილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"