ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 000 დოლარი) თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ინდივიდუალური პირველობის ძირითადი ბადის მხოლოდ პირველი წრე გადალახა - ამერიკელი კიარა ჩოლი დაამარცხა - 6:4, 6:0, მეორეში კი უზბეკ აკქულ ამანმურადოვას დანებდა - 6:4, 2:6, 3:6. აი, წყვილთა ტურნირში კი, სადაც ბოსნიელ მერვანა იუგიჩ-სალკიჩთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალს უწია: სტარტზე ალექსანდრე დულგნერუს (რუმინეთი) და მენდი მინელას (ლუქსემბურგი) სძლია - 6:4, 6:2, მეოთხედფინალში კი ბელაორუსებს - ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას მოუგო - 3:6, 6:4, 10:8. ნახევარფინალში
მაგდა ლინეტეს და კატარჟინა პიტერს (ორივე - პოლონეთი) დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კრისტინა დინა - მაგდალინა გონეას (ორივე - რუმინეთი) და ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა) - ვალერია სოლოვიევას (რუსეთი) დუეტები შეხვდებიან ერთმანეთს.
გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, გაუწყებთ ქართველ ჩოგბურთელ ქალთა დღევანდელ სარეიტინგო მდგომარეობას: 51. ანა ტატიშვილი (1140 ქულა), 310. სოფიო შაფათავა (153), 403. მარგალიტა ჩახნაშვილი (93), 414. სოფიო ქვაცაბაია (89), 415. ოქსანა კალაშნიკოვა (88), 514. ეკატერინე გორგოძე (58), 636. ნათია გეგია (37).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"