ოქსანა კალაშნიკოვა ანტალიის ტურნირში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურს ჩა­მო­შორ­და და წყვი­ლებში განაგრძობს

AutoSharing Option
ან­ტა­ლი­ა­ში ჩოგ­ბურ­თელ ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე (საპ­რი­ზო ფონ­დი 50 000 დო­ლა­რი) თბი­ლი­სელ­მა ოქ­სა­ნა კა­ლაშ­ნი­კო­ვამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პირ­ვე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ბა­დის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი წრე გა­და­ლა­ხა - ამე­რი­კე­ლი კი­ა­რა ჩო­ლი და­ა­მარ­ცხა - 6:4, 6:0, მე­ო­რე­ში კი უზ­ბეკ აკ­ქულ ამან­მუ­რა­დო­ვას და­ნებ­და - 6:4, 2:6, 3:6. აი, წყვილ­თა ტურ­ნირ­ში კი, სა­დაც ბოს­ნი­ელ მერ­ვა­ნა იუგიჩ-სალ­კიჩ­თან ერ­თად პირ­ველ ნომ­რა­დაა გან­თე­სი­ლი, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს უწია: სტარ­ტ­ზე ალექ­სან­დ­რე დულ­გ­ნე­რუს (რუ­მი­ნე­თი) და მენ­დი მი­ნე­ლას (ლუქ­სემ­ბურ­გი) სძლია - 6:4, 6:2, მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში კი ბე­ლაორუ­სებს - ილო­ნა კრე­მენ­სა და ლი­ძია მა­რო­ზა­ვას მო­უ­გო - 3:6, 6:4, 10:8. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში
მაგ­და ლი­ნე­ტეს და კა­ტარ­ჟი­ნა პი­ტერს (ორი­ვე - პო­ლო­ნე­თი) და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ წყვილ­ში კრის­ტი­ნა დი­ნა - მაგ­და­ლი­ნა გო­ნე­ას (ორი­ვე - რუ­მი­ნე­თი) და ირი­ნა ბუ­რი­ა­ჩო­კი (უკ­რა­ი­ნა) - ვა­ლე­რია სო­ლო­ვი­ე­ვას (რუ­სე­თი) დუ­ე­ტე­ბი შეხ­ვ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს.

გა­სუ­ლი კვი­რის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­უწყებთ ქარ­თ­ველ ჩოგ­ბურ­თელ ქალ­თა დღე­ვან­დელ სა­რე­ი­ტინ­გო მდგო­მა­რე­ო­ბას: 51. ანა ტა­ტიშ­ვი­ლი (1140 ქუ­ლა), 310. სო­ფიო შა­ფა­თა­ვა (153), 403. მარ­გა­ლი­ტა ჩახ­ნაშ­ვი­ლი (93), 414. სო­ფიო ქვა­ცა­ბაია (89), 415. ოქ­სა­ნა კა­ლაშ­ნი­კო­ვა (88), 514. ეკა­ტე­რი­ნე გორ­გო­ძე (58), 636. ნა­თია გე­გია (37).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული