ანა ტატიშვილმა ახალი წელი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. კარგა ხანია, მწვანე კონტინენტზე იმყოფება და უკვე მეორე შეჯიბრებაში ცდის ძალებს.

31 დეკემბერს ბრისბენის ტურნირის პირველსავე წრეში დამარცხების შემდეგ სიდნეის ტურნირის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი.

ჩვენებური მე-4 ნომრადაა განთესილი. 4 იანვარს ქალთა მსოფლიო რეიტინგით 247-ე საფეხურზე მყოფ არინა როდიონოვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. არადა, პირველი ხელი ტატიშვილმა მშრალად მოიგო - 6:0. ეტყობა, იოლმა გამარჯვებამ ქართველ ჩოგბურთელზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან მეორე სეტში თითქმის უბრძოლველად დანებდა
მეტოქეს - 1:6. მესამე ხელი დაძაბული აღმოჩნდა. ანამ 7:6 მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ამერიკელი ჯულია კოენის მძლეველ (6:3, 6:3) 26 წლის კლერ ფეუერშტეინს (საფრანგეთი) შეხვდება. ეს უკანასკნელი რეიტინგში 135-ეა.

კვალიფიკაციაში მეორე წრის მატჩები 5 დეკემბერს გაიმართება. პირველი გამარჯვებით ანამ 8 ქულა გაინაღდა, ფრანგის ძლევით კი მონაგარს 12 ქულით გაიუმჯობესებს, თან ძირითად ბადეში მოსახვედრად იაპონელ კიმიკო დატე-კრუმსა და ამერიკელ ვანია კინგს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული