31 დეკემბერს ბრისბენის ტურნირის პირველსავე წრეში დამარცხების შემდეგ სიდნეის ტურნირის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი.
ჩვენებური მე-4 ნომრადაა განთესილი. 4 იანვარს ქალთა მსოფლიო რეიტინგით 247-ე საფეხურზე მყოფ არინა როდიონოვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.
შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. არადა, პირველი ხელი ტატიშვილმა მშრალად მოიგო - 6:0. ეტყობა, იოლმა გამარჯვებამ ქართველ ჩოგბურთელზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან მეორე სეტში თითქმის უბრძოლველად დანებდა
კვალიფიკაციაში მეორე წრის მატჩები 5 დეკემბერს გაიმართება. პირველი გამარჯვებით ანამ 8 ქულა გაინაღდა, ფრანგის ძლევით კი მონაგარს 12 ქულით გაიუმჯობესებს, თან ძირითად ბადეში მოსახვედრად იაპონელ კიმიკო დატე-კრუმსა და ამერიკელ ვანია კინგს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"